RSS

ბიძინა ივანიშვილმა და ხათუნა გოგალაძემ ჰესებთან დაკავშირებით იკამათეს

02 მაისი

dariali 007მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და გარემოს დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძეს შორის ჰესებთან დაკავშირებით კამათი იყო.
მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს იყო ზოგადად ჰესებთან დაკავშირებული საკითხები, თუ რა პრობლემებია და რა როგორ უნდა იყოს.
“იყო მიმოხილული ხუდონჰესთან დაკავშირებული საკითხები”, – განაცხადა ხათუნა გოგალაძემ. კითხვაზე, აქვს თუ არა პრემიერს შენიშვნები ხუდონჰესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გარკვეული კითხვები ყველა საკითხთან დაკავშირებით არსებობს.
ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემაც. კითხვაზე, იყო თუ არა კამათი პრემიერსა და ხათუნა გოგალაძეს შორის, კახა კალაძემ განაცხადა, რომ კამათი ეს ახალი არ არის.
“ძალიან ხშირად არის განხილვა ზოგადად ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ხელისუფლების მიდგომა არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდეს ქვეყანაში, რათა საქართველო გახდეს ენერგოდამოუკიდებელი და არ იყოს მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებული. უახლოეს მომავალში საქართველო უნდა გახდეს ექსპორტიორი ქვეყანა. რა თქმა უნდა, გარემოს დაცვის სამინისტროს აქვს შენიშნვები, მათი პოზიციები გასაგებია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათთან შეთანხმებით, როგორც ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში ხდება”, – დასძინა კახა კალაძემ.

http://www.ipn.ge

Advertisements
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s