RSS

სამების ეკლესია სოფელ ალვანში

01 მაისი

alvani 001ოლიკო ცისკარიშვილი

ეკლესიის ეზოში ხალხი ფაციფუცობდა, აღდგომის წინა კვირაა. ყველა თავის მიცვალებულის საფლავს ალაგებს, ასუფთავებს… ჩუმად ვაფიქსირებ ფოტოკამერით, მათ ფაციფუცს… ეკლესიაში შევდივარ და შიში მიტანს… რაღაც გაურკვევლის… სამების ცივი კედლები და ნახევრად ბნელი სივრცე ძვალ-რბილში მატანს და სასწრაფოდ გამოვდივარ გარეთ.

სამების ეკლესია სოფელ ზედა ალვანის განაპირას დგას – სამხრეთით, სასაფლაოზე. თარიღდება XVI საუკუნით.
ეკლესია ჯვარ გუმბათოვანია; მისი ქვედა ნაწილი აგურითა და უსწორო ფორმის ქვის ფილებითაა ნაშენი. საბჯენი თაღები, კამარები, გარეთა კუთხეები, შესასვლელები, სარკმლები, დეკორატიული ჯვრები ფასადზე და გუმბათის ყელი – აგურისაა. მოგვიანებით შეკეთების დროს, ეკლესიის შიგნით და გარედან შეულესავთ და შეუერთებიათ. შესასვლელები ორია: დასავლეთით და სამხრეთით. ორივე კარი სწორკუთხაა. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე გუმბათია აღმართული, რომელიც ისრული ფორმის აფრების მეშვეობით ოთხ ისრულ თაღს ეყრდნობოდა. ისრული ფორმა აქვთ დანარჩენ თაღებსაც და კამარებსაც. დასავლეთის გუმბათქვეშა ორივე ბოძი იატაკიდან 3 მეტრის სიმაღლეზე გეგმით წრიულია. საკურთხევლის იატაკი ორი საფეხურით შემაღლებულია, რამდენადმე წინაა წამოწეული და ნახევარწრიული ამბიონი აქვს. საკურთხევლის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვანეა.

sameba 004 yviTeli 003

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s