სოფელ ზემო ალვანში, ალაზნის პირას, არის შუასაუკუნეების ძეგლი, ამ ძეგლზე ინფორმაცია ფაქრობრივად, ვერ მოვიძიე.
თუმცა ადგილობრივების თქმით, სწორედ, აქ მართავდა თამარ მეფე წვეულებებს.
ახლა აქ ბალახი ბიბინებს და გაუვალ ბილიკებს მეცხვარე თუ გადათელავს თავისი ფარიანად.
სწორედ, იმ გუდამოკიდებულმა მეცხვარემ მოგვიყვა, როგორ იღებდა დიდებული თამარ მეფე ნაზირ-ვეზირებს. ადგილობრივების თქმით, აქ, შაჰ-აბასის დროს, 1660 წელს კახეთის აჯანყება რომ მოხდა, 2 000-მა თუშ-ფშავ-ხევსურმა ბახტრიონი რომ აიღო, სწორედ მაშინ დაუმტკიცა ერეკლე მეფემ თუშებს ალვანი. მაშინ მეფემ თუშების გმირ ზეზვა გაფრინდაულს კითხა, რას ისურვებ რომ გაჩუქოო, ზეზვამ მოითხოვა, რასაც ჩემი ცხენი ბახტრიონიდან შეუსვენებლივ ირბენს, ის მომეციო. ზეზვას ცხენმა ბახტრიონიდან ტახტის ბოგირამდე ირბინა, სულ 24 კილომეტრი, ზეზვას ცხენმა სული განუტევა.
ნასაყდრალი ასე ეძახიან ამ დანგრეულ შენობებს, თუმცა ყველა ალვანელი ამაყად მოიხსენიებს და კრძალვითაც უმზერენ მის ჩამონგრეულ კედლებს. ზაფხულობით, კი ადგილობრივები ამ მრავალჭირნახული კელდების ჩრდილში ნადიმს მართავენ-ხოლმე…