26 აპრილს, გარემოს დაცვის სამინისტროში, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და ჩეხეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ივან იესტრჟაბი პროექტის „ამინდის ექსტრემალური პირობების მიმართ საქართველოს მზადყოფნის გაძლირება” ჰიდროლოგიური ნაწილის შედეგების პრეზენტაციას დაესწრებიან.პროექტის ფარგლებში დაინერგა ადრეული გაფრთხილების სისტემა, რომელიც გამოიყენება სტიქიური მოვლენების რისკის შემცირებისთვის. ფუნქციური გაფრთხილების სისტემა ხელს შეუწყობს ამინდის ექსტრემალური მოვლენების უარყოფითი ზეგავლენის შერბილებას.
პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს და განავითაროს საქართველოს მზადყოფნა ამინდის ექსტრემალური მოვლენების მიმართ გეს-ის მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონიტორინგის ქსელის გაფართოებით და მოდერნიზაციით. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მოხდა ჩეხეთის ჰიდრომეტეროლოგიური ინსტიტუტის გამოცდილების გაზიარება და მათი მონაცემთა ბაზების გამოყენება მეტეოროლოგიასა და ჰიდროლოგიაში.
პროექტი ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ბიუჯეტი განისაზღვრება 560 000 ევროს ოდენობით და დასრულდება 2013 წლის ბოლოს.