RSS

“გერმანიის განვითარების და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა” დაცული ტერიტორიებისთვის ფინანსები გამოყო

25 Apr

gergeTi 016“გერმანიის განვითარების და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა” (KfW) 8 250 000 ევრო გამოყო ყაზბეგის, კინტრიშის, ალგეთის ეროვნული პარკებისთვისა და ფშავ-ხევსურეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორიებისთვის.

გარემოს დაცვის სამინისტროში გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, KfW კავკასიის ოფისის დირექტორმა ლარს ოერმანმა და KfW-ის რეგიონულმა მენეჯერმა დევიდ ბერტოლაზამ საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
მომზადდა განსაკუთრებული შეთანხმების და ფინანსური ხელშეკრულების პროექტი “ეკო-რეგიონული განვითარების პროგრამა სამხრეთ კავკასიაში “
ხელშეკრულება მოიცავს დაცული ტერიტორიებისთვის 8 250 000 ევროს გამოყოფას. კერძოდ, მომდევნო 3 წლის განმავლობაში განხორციელდება ახალი ინფრასტრუქტურის დანერგვა და მოვლა-პატრონობა, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, ადმინისტრაციის საოპერაციო ხარჯების დაფინანსება და სხვა პრიორიტეტული ღონისძიები.
პროექტის მიზანია, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეკო-ტურიზმის განვითარება, ასევე, ბუნებრივი რესურსების და დაცული ტერიტორიების მართვა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s