RSS

აჭარაში ტურიზმის განვითარებაში, ამიერიდან აჭარის ტურიზმის მრჩეველთა რეგიონალური საბჭოც ჩაერთვება

25 Apr

baTumi 003აჭარაში ტურიზმის განვითარებაში ამიერიდან აჭარის ტურიზმის მრჩეველთა რეგიონალური საბჭოც ჩაერთვება. საბჭო 14 წევრისაგან შედგება, და მისი წევრები წარმოადგენენ აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის კერძო და არასამთავრობო სექტორებს.აღსანიშნავია, რომ აჭარის ტურიზმის მრჩეველთა საბჭო აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით შეიქმნა. ტურიზმის დეპარტამენტი აპრილის თვის განმავლობაში კონსულტაციებს გადიოდა ტურიზმის ინდუსტრიის კერძო სექტორებთან. სექტორებმა თავიანთი წარმომადგენლები აირჩიეს მრჩეველთა საბჭოში, რომლებიც მათ ინტერესებს წარმოადგენენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მრჩეველთა საბჭო არის დამოუკიდებელი საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანია აჭარის ტურიზმის რეგიონალური პოლიტიკის განხორციელების პროცესებში აქტიური მონაწილეობა. საბჭო განიხილავს ტურიზმის ინდუსტრიაში არსებულ პრობლემატურ საკითხებს, გაითვალისწინებს სამოქალაქო ინიციატივებს, რეკომენდაციებს და რჩევის სახით წარუდგენს ტურიზმის დეპარტამენტს, რაც ხელს შეუწყობს საჯარო და კერძო სექტორებს შორის ტურიზმის სფეროში კომუნიკაციის და ნდობის ამაღლებას.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s