RSS

ხუდონჰესის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში უცხოელი ექპერტები ჩაერთვნენ

24 Apr

dariali 006ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესისა და საკითხისაქტუალობიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის სამინისტრომ მიმართა ნიდერლანდების მთავრობას საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის თხოვნით. აღნიშნულის საფუძველზე, ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისიამ (NCEA – Netherlands Commission on Environmental Assessment) უზრუნველყო ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვაში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ჩართვა.ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისია ფუნქციონირებს 1987 წლიდან და არის დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანიზაცია. კომისიის მთავარი მისიაა დაეხმაროს გარემოს დაცვის სამინისტროებს და ამ სექტორში მომუშავე სხვა ორგანიზაციებს  გარემოზე ზემოქმედების შეფასების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში. საერთაშორისო ექსპერტთაჯგუფის შემადგენლობაში შედიან შემდეგი ექსპერტები: გეოლოგი/სეისმოლოგი, ჰიდროტექნოლოგი,აგრეთვე ექსპერტები ბიომრავალფეროვნების, სოციალური საკითხებისა და განსახლების, ენერგეტიკისეკონომიკისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებში.ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, გარემოს დაცვის სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს, დააზუსტოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული რამდენიმე გარემოება:

გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ნიდერლანდების მთავრობის მხარდაჭერით ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესწავლის მიზნით საქართველოში მოწვეულ იქნა საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით მოეხდინა პროექტის გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ასპექტების განხილვა.

სამუშაო ჯგუფის მუშაობა ორი ეტაპისგან შედგებოდა. თავდაპირველად მოხდა არსებული დოკუმენტაციის შესწავლა, ხოლო შემდგომში – შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან და  საკითხის ადგილზე გაცნობა.

გარემოს დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ექსპერტთა ჯგუფი შეხვდა როგორც გარემოს დაცვის და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების წარმომადგენლებს, აგრეთვე ინვესტორ კომპანიას, გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ქართველ სპეციალისტებს.  ექსპერტები აგრეთვე ეწვივნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს და შეხვდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას, მოსახლეობას და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ინვესტორის დახმარებით, ექსპერტებს მიაწოდა ხუდონის პროექტთან დაკავშირებული არსებული ყველა მასალა (გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფმა თვითონ მოიპოვა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან წინა წლებში შემუშავებული დამატებითი მასალები, კვლევები და რეკომენდაციები).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არალოგიკურია საუბარი უახლეს კვლევებზე, რომლებიც საერთაშორისო ექსპერტებისათვის ხელმისაწვდომი არ იყო. სამუშაო ჯგუფის საქმიანობა ყველა ეტაპზე იყო გამჭვირვალე და ინვესტორ კომპანიას, უკიდურეს შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ შეხვედრაზე ჰქონდა საშუალება, გადაემოწმებინა ექსპერტების ხელთ არსებული დოკუმენტაციის სისრულე და სიზუსტე. ამ შეხვედრაზე წარმომადგენელმა თავადვე აღნიშნა ექსპერტთა ინფორმირებულობა, მათი რეკომენდაციებისა და შენიშვნების გათვალისწინებისათვის მზადყოფნა და თანამშრომლობის მაღალი მოტივაცია.

სამუშაო ჯგუფმა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კვალიფიციური წევრების შემადგენლობით არსებულ კვლევებსა და სხვა წყაროებზე დაყრდნობით შეიმუშავა წინასწარი დასკვნები და რეკომენდაციები.

გარემოს დაცვის სამინისტრო, ისევე, როგორც საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, მზადაა, ნებისმიერ დროს განიხილოს ახალი დოკუმენტები არსებულ კითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემის მიზნით.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s