RSS

წყალი და უბედურება: ასეთ მასშტაბებს არავინ ელოდა

24 აპრილი

wyaldidoba 2ცენტრალურ რუსეთში, ვოლგისპირეთზე და ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთში, სიტუაცია წყალდიდობებთან დაკავშირებით ნელ-ნელა ნორმაში დგება. დატბორვის პიკი ვლადიმირსკის, ტვერის, ბრიანსკის, ნოვგოროდის და ლენინგრადის რეგიონებში აღინიშნება. რამდენიმე ასობით ადამიანი ევაკუირებულია. რიგ ქუჩებზე მოძრაობა გადაკეტილია. ურალზე, ციმბირში და შორეული აღმოსავლეთის რამდენიმე რეგიონში წყალდიდობის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. wyaldidoba 3წყლის დონე, რადიცა-კრილოვკაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მინიმუმ 8 სანტიმეტრით დაიწია. ადგილობრივმა მოსახლეობამ, ზუსტად იცის ამის შესახებ, რადგან წყალმა მკაფიო ნიშნები შენობების კედლებზე დატოვა. “ამ სამ ოთახში წყალმა უკვე იკლო, იქითა ოთახში ჯერ ისევ ვცურავთ,” – აღნიშნავდა წყალდიდობის ერთ-ერთი მსხვერპლი.

ადამიანები ავეჯის გადმოტანას აგურებიდან არ აპირებენ. ბორის ვდოვინი, საკუთარ სახლში უკვე რამდენიმე დღეა რაც არ ცხოვრობს: ის, ოჯახთან ერთად,სიდედრთან არის გადასული. დატბორილ სახლს, ბორისი ხშირად სტუმრობს, რათა ქონების მდგომარეობა შეამოწმოს. დარდობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ წყალდიდობის შესახებ წინასწარ გააფრთხილა მოსხლეობა, შესაბამისი ზომები არ მიუღია, რადგან ამ მასშტაბის სტიქია თუ იქნებოდა, ვერ წარმოიდგენდნენ. წინასწარი შეფასებით, სახლის შეკეთებისთივ, მას მინიმუმ 100 ათასი რუბლი დასჭირდება.

ამდაგვარი სურათი, თითქმის ყველა ადგილობრივის სახლშია. ბევრმა უკვე ზიანის დათვლაც დაიწყო, ცნობილია რომ ის საკმოდ დიდი იქნება. ხალხი იძულებული იქნება, ახალი რემონტი გააკეთონ და ავეჯი შეიძინონ.

წყალდიდობის შედეგად, რადიცა-კრილოვკაში ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა. ადგილობრივი რეგიონული ხელისუფლების საიტზე იტყობინებიან, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშაა. “ყველა მუნიციპალიტეტში, წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები ადრე უკვე ჩატარდა, ასე რომ, წამოჭრილი პრობლემები ოპერატიულად და სწრაფად წყდება. ხოლო სხვადასხვა მომსახურეობები და ხელისუფლება მოსახლეობას და დაზარალებულებს საკვებით, მედიკამენტებით, გაზით და პირველადი მოხმარების საგნებით ამარაგებს.” – განთავსებულია ოპიციალურ საიტზე.

თუმცა, ბევრმა მაცხოვრებელმა მინიციპალიტეტის ასეთი ზრუნვა ვერც იგრძნო. “ნავით მაინც გამოეყოლა მუნიციპალიტეტს წამლები, მოხუცები დახმარების გარეშე არიან!” – ამბობს ადგილობრივი მკვიდრი მარინა სტარშინა.

კატერები, რომლებიც სოფელში მოძრაობენ, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და კერძო პირებს ეკუთვნის. “ორგანიზებულია მკვიდრების გადაადგილები თხოვნის საფუძველზე. მათთან ფსიქოლოგებიც მუშაობენ.” – აღნიშნავს საგანგებო სამსახურის ხელმძღვანელი.

სოფელ რადიცა-კრილოვკაში საგანგებო სიტუაციის სამინისტრო ოპერატიულ რეჟიმში მუშაობს. რეგიონში კვლავ საგანგებო სიტუაცია არის გამოცხადებული.

ბელა არუთინოვი

Advertisements
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s