RSS

ევროპაში სასტუმროების ფასები ძვირდება

24 აპრილი

holandiis muzeumiევროპაში სასტუმრო მომსახურების ღირებულება ძვირდება. საზაფხულო ტურისტული ბუმის დაწყებასთან ერთად ევროპული სასტუმროების მეპატრონეებმა ტარიფები გაზარდეს.

აპრილის მონაცემებით, ევროპაში სასტუმრო ნომრის დაქირავება საშუალოდ 113 ევრო ღირს. ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად ფასის მატება ყველაზე მეტად შესამჩნევი ამსტერდამის სასტუმროებშია. ექსპერტები ჰოლანდიის დედაქალაქში სასტუმროების ფასების ზრდას უკავშირებენ ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღს, ბეატრის დედოფლის დაბადების დღეს, რომელიც საზეიმო ვითარებაში ჩაივლის და რაც მისი გრანდიოზულობის გამო ტურისტებს იზიდავს.

აპრილის დასაწყისში საკმაოდ გაზარდეს ფასები მიუნხენის, პრაღის, ნიცას, ვენეციისა და რომის სასტუმროებმა. მხოლოდ მიუნხენში ერთის თვის განმავლობაში სასტუმრო ნომრის ღირებულება 32 %-ით გაძვირდა, ხოლო რაც შეეხება რომისა და ვენეციის სასტუმროებს აქ ზრდამ ერთი თვის განმავლობაში 28 %-ი შეადგინა.

http://www.ghn.ge

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s