RSS

Mars One-ზე დაიწყო მონაწილეთა შეკრება – ექსპედიცია მარსზე, უკან დაბრუნების გარეშე

23 აპრილი

marsi 001პროექტი Mars One, რომელიც მარსზე ექსპედიციას სთავაზობს მსურველებს, უკან დაბრუნების გარეშე, უკვე დაიწყო მსურველების შეგროვება. – პირველი კოლონიელები, პროექტის შემდგენლების გეგმით, წითელ პლანეტაზე, დაახლოებით ათი წლის შემდეგ იქნებიან, 2023 წლის 22 აპრილს, იტყობინებიან პროექტის ორგანიზატორები.

პროექტი ბაზირებულია ნიდერლანდებში, და თავის ამოცანად აყენებს 2023 წელს მარსზე ექსპედიციის პილოტირებას. პროექტის ოთხი ასტრონავტი გახდება მარსიანელი და თავის დარჩენილ ცხოვრებას მარსის დასახლებაში გაატარებენ, რომელსაც მათთვის ააშენებენ სპეციალური დანადგარებით. ეს პროექტი იქნება მსოფლიოში პირველი, თავისებური რეალითიშოუ.

“იმისათვის, რომ მარსზე ადამიანი გააგზავნო, არაა საჭირო რამე ახლის გამოგონება, შეიძლება შეფერხებები, შეიძლება ბიუჯეტის გადამეტება, შეიძლება წარუმატებლობებიც იყოს, მაგრამ მარსზე ადამიანის გაგზავნა შესაძლებელია,” – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ბას ლანსდორპმა.

მისი სიტყვებით,  ფონდმა ჯერ კიდევ ოფიციალურ შერჩევამდე მიიღო დაახლოებით 10 ათაზე მეტი წერილი პროექტში მონაწილეთა მსურველებისგან.

მანამდე ცნობილი იყო, რომ ორგანიზაცია ფიქრობდა მილიონამდე განცხადების მიღებას, რის შემდეგაც გააკეთებდნენ თითო მსურველზე ერთ წუთიან კლიპს. განცხადების შეტანა კი 25 დოლარი ეღირებოდა. ეს სახსრები მოხმარდებოდა ეკიპაჟის არჩევის ფინანისირებას.

2015 წლის ივლისში ორგანიზატორები აარჩევენ 24 კანდიდატს, რომლებიც მომავალი შვიდი წლის განმავლობაში მოემზადებიან მომავალი ფრენისთვის. ჯგუფში იქნება ოთხ-ოთხი ადამიანი. პირველი ფრენის ღირებულებას აფასებენ დაახლოებით 6 მილიარდ დოლარად, შემდეგი ორ წელიწადში ერთხელ კი 4 მილიარდი. ორგანიზატორები, პირველ რიგში, თანხების მოზიდვას ელოდებიან რეალითი შოუს ტრანსლაციის გაყიდვისგან, რომელიც უკვე დაიწყება მონაწილეთა არჩევის ეტაპზე.

Advertisements
 

One response to “Mars One-ზე დაიწყო მონაწილეთა შეკრება – ექსპედიცია მარსზე, უკან დაბრუნების გარეშე

  1. gela

    26/04/2013 at 20:59

    იქ დარდით მოვკვდებოდი ალბათ! ისე კი საინტერესო პროექტია ქართველებმაც უნდა ცადონ

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s