გარემოს დაცვის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. კოლხური ბზის განადგურების რეალური საფრთხის არსებობიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის სამინისტროსა და სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით მკაცრდება კონტროლი ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები.კერძოდ: ,,სამართალდამრღვევს ჯარიმა ეკისრება ყოველი მოტეხილი ტოტისათვის, რომელიც შესაძლოა, შეადგენდეს მიზერულ თანხას; თუმცა, გარემოზე მიყენებული ზიანის სიმძიმის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა მერყეობს 200-დან 600 ლარამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს – აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე”, – ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრო მოსახლეობას, მოუწოდებს მაქსიმალურად შეიკავონ თავი ერთის მხრივ, ბზის მოჭრისაგან რეალიზაციის მიზნით და მეორე მხრივ, დიდი რაოდენობით ტოტების შეძენისაგან.
Georgian Dreamer
24/04/2013 at 12:15
ჩაწვა საპატრიარქოს ბიზნესი ? 🙄