დღეს, დედამიწის დღეა – დედამიწის საერთაშორისო დღე. დღეს ბევრი დაიწერა, ბევრიც ილაპარაკეს, ბევრმა ალბათ ხეებიც დარგო… დღეს, მე არაფერი გამიკეთებია, მიუხედავად, იმისა, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობდი და ვგეგმავდი, რა გამაკეთებინა ამ დღეს… უბრალოდ, ვერ შევძელი, ძალა აღმართს რომ ხნავს სწორედ იმიტომ…
თუმცა, ამ დღის აღსანიშნავად, ერთმა ჩემმა ძველმა დ აუკვე დავიწყებულმა მეგობარმა გამოფენის გაკეთება შემომთავაზა. რიგი მიზეზების გამო, ესეც ვერ შევძელით. თუმცა, სწორედ ამ დღისთვის ჩემმა ალექსანდრემ მისი იდეა დახატა… დედამიწას თუ არ მოვუფრთხილდით, ცოტა დრო დარჩა, ძალიან ცოტა… არ მინდოდა ეს დღე ისე გასულიყო, რომ ეს ნახატი აქ არ ამეტვირთა.
ოლი