ჩინეთში მიწისძვრას ისევ ელოდებიან – დაღუპულია 200 ადამიანი
21აპრილი
ჩინეთის პროვინცია სიჩუანში აფტერშოკი 7 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ, ინტენსიურად მეორდება. დაძაბულობა არ იხსნება, ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ჩინეთში შესაძლოა კვლავ განმეორდეს ძლიერი მიწისძვრა, ყვება დედამიწის ფიზიკის ინსტიტიურის, კონტინენტალური სეისმური და პროგნოზების საფრთხეების ლაბორატორიის წარმომადგენელი ალექსეი ზავიალოვი. იტყობინება რადიო “რუსეთის ხმა”.
ჩინეთიდან იტყობინებიან, რომ მიწისძვრის შედეგად, 200-მდე დაღუპულია და 11 500-მდე ადამიანი საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას.
მიწისძვრამ, რომლის სიმძლავრემ 7.0 ბალი იყო 20 აპრილს მოხდა, სიჩიანის პროვინციაში. 21 აპრილს კი წყნარ ოკეანეში, იაპონიის დედაქალაქის სამხრეთ 640 კილომეტრში მოხდა 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა, იტყობინება აშშ-ს გეოლოგიური სამსახური. თავის მხრივ იაპონელი სეისმოლოგები ამ მიწისძვრას 6,7 ბალად აფასებენ. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი კუნძულ იდზუს მახლობლად იყო. ამერიკელ და იაპონელი ექსპერტები აღნისნავენ, რომ მიწისძვრას არ გამოუწვევია ცუნამი.