RSS

კანადის ორი ქალაქი დაიტბორა – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

21 აპრილი

nagavi wyalSiკანადის ონტარიოს პროვინციის ორ ქალაქში ჰანტსვილსა და ბრეისბრიჯში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი თოვლის დნობა და გადაუღებელი წვიმები გახდა, რის გამოც ორივე ქალაქში წყლის დონემ საგრძნობლად მოიმატა და მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა.მდინარეებმა მუსკოვამ და ბლეკმა 500 საცხოვრებელი სახლი და მიმდებარედ არსებული მაღაზიები და ოფისები დატბორა. წყალმა დაფარა ათობით გზა. უსაფრთხოების მიზნების გათვალისწინებით გამორთულია ელექტროენერგია. ევაკურებულია 100-ზე მეტი ადამიანი. მოსახლეობის ევაკუაცია სახიფათო ადგილებიდან ამ დრომდე მიმდინარეობს.

ჰატსვილის მერის განცხადებით, შესაძლოა, უახლოეს 24 საათში ვითარება გაუარესდეს, რისი მიზეზიც წვიმა ხდება. ქალაქისთვის მიყენებული ზიანი 1 მილონ დოლარს აღემატება.

http://www.ghn.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s