RSS

გარემოს დაცვის საკითხებზე საჯარო ლექცია ჩატარდება

21 აპრილი

yvarlis tba 001ხვალ, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი ქუთაისის #25-ე საჯარო სკოლაში საჯარო ლექციას წაიკითხავს. შეხვედრა სკოლასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში ტარდება. მისივე თქმით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც აღნიშნული სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები, ასევე ქუთაისის სხვა საჯარო სკოლების წარმომადგენლები და გარემოსდაცვით სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები. “ლექცია შეეხება იმ ეკოლოგიურ პრობლემებს, რომელიც არსებობს როგორც საკუთრივ ქუთაისში, ასევე მთელს იმერეთის რეგიონში. საუბრის თემა იქნება გარემოსდაცვით სექტორში მიმდინარე რეფორმები. კომიტეტი აპირებს, გარემოს დამცველებისთვის ყველა მნიშვნელოვან დღეს საზოგადოებას სხვადასხვა სახის ღონისძიება შესთავაზოს, რაც გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ხელს შეუწყობს”, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
http://www.ipn.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s