ტრაგედია ჩინეთში: ელოდებიან ახალ მიწისქვეშა ბიძგებს
20აპრილი
ძლიერი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი იზრდება. სტიქიის მსხვერპლი უკვე 150 ათასზე მეტი ადამიანია, 6 ათასზე მეტი კი დაზარალებული, რომლებმაც მძიმე დაზიანებები მიიღეს. მაშველები აგრძელებენ ნანგრევებში ადამიანების ძებნას.
ექვსი ათასი სამხედრო და მედიცინის წარმომადგენელი ეძებენ გადარჩენილებს.
შაბათს, სიჩუანში დაფიქსირდა ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები, რომლის სიმძლავრე შვიდ ბალს შეადგენდა. ეპიცენტრი 13 კილომერტის სიღრმეში იყო. შენობები ერთმანეთზე, როგორც მუყაოს ყუთები ერთმანეთს ისე მიეწყვნენ. ნანგრევების ქვეშ ამ დრომდეა რამდენიმე ათასი ადამიანი. სამაშველო ოპერაციებს თავად ხელმძღვანელობს ჩინეთის პრემიერი ლი კეციანი. მთელი ძალისხმევა ცოცხლად ჩამარხულების გადასაჩენადაა მიმართული. “ყველაზე მთავარი – არ გავუშვათ მომენდი, 24 საათი მიწისძვრის შემდეგ – ეს ის დროა, როცა შეიძლება ბევრი სიცოცხლის გარადჩენა.” – განაცხადა მან.
მაგრამ ქაოსსა და ნგრევაშიც არის საოცრებების ადგილი. მიწისძვრიდან, რამდენიმე საათის შემდეგ, ნანგრევების ქვეშიდან მაშველებმა ფეხმძიმე ქალი ამოიყვანეს, არც ის და არ მისი შვილი არ დაზარალებულან.
გარდაცვლილთა რიცხვი მუდმივად მატულობს, რამდენიმე რაიონში მაშველებმა ვერ შეაღწიეს: გზები დანგრეულია, გათიშულია სატელეფონო ხაზები. სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ: საფრთხეს ჯერ არ გადაუვლია, რეგიოში გრძელდება სეისმური აქტივობები. უკვე დაფიქსირდა 40-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი, რომელთა სიმძლავრე 3 ბალზე ნაკლები არ იყო. ეპიცენტრიდან უკვე ევაკუირებულია 140 ათასზე მეტი ადამიანი. გზაბზე გაკეთებულია მოძრავი სამაშველო ცენტრები, სამედიცინო დახმარება რამდნეიმე ათას ადამიანს სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთში, ეს მიწისძვრა 2008 წლის მიწისძვრის შემდეგ, ყველაზე ძლიერი იყო. მაშინ ამავე პროვინციაში 80 ათასი ადამიანი დაიღუპა.