„ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების” ინიციატივით სამიტისთვის კონკურსის საფუძველზე შეირჩა 20- მდე ახალგაზრდა. მათ შესაძლებლობა ეძლევათ, გაიღრმავონ ცოდნა გარემოს დაცვის საკითხებში, შეიძინონ საჭირო უნარ-ჩვევები, აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და გამოთქვან მოსაზრებები აქტუალურ საკითხებზე
სამიტის ფარგლებში სემინარებს ჩაატარებენ მწვანეთა პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე, „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის” თავმჯდომარე ლაშა ჩხარტიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლეილა გვერდწითელი და ჟურნალისტი გარემოს დაცვის საკითხებში თინათინ მოსიაშვილი.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ ახალგაზრდებში გარემოს დაცვის საკითხების პოპულარიზაციას და მათ ჩართულობას სხვადასხვა ეკო-პროექტებში როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. პროექტი ჩატარდება ყოველწლიურად სამ ეტაპად: შერჩევითი ეტაპი, სამიტი, აქტივობები სამიტიდან სამიტამდე.