ყვარლის ტბა, თბილისიდან დაახლოებით 149 კილომეტრითაა დაშორებული. ეს უნიკალური კურორტი ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთით, კავკასიონის სამხრეთ კალთების მთების ქვეშ 260 ჰექტარ ტერიტორიაზეა გადაშლილი. ტბაში მდინარე ბურსასა და ჩაგურგულას წყალი ჩაედინება. გარშემო საუკუნოვანი ტყეებით შემორტყმული ყვარლის ტბის ულამაზესი მთები მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. დილის და საღამოს ნისლიანი მთების აჩრდილი ტბაზე საამური ლივლივებს და ყოველ ჯერზე ეს სანახაობა წარმოუდგენლად შთამბეჭდავია.ყვარლის ტბაზე გაშენებულ სასტუმროში, ისე ვერ მოხვდებით, და არც ამ სილამაზით დატკბობის საშუალება გექნებათ, თუ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდგარ დაცვას ნება არ დართო სასტუმროს მენეჯერმა. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ასეა.
სასტუმრო ყვარლის ტბაზე ვიზიტორებისთვის 20 კომფოტრული ნომერია. აქედან 6 ალაზნის ველს, ხოლო 14 ყვარლის ტბას გადასცქერის. სასტუმროს ტერიტორიაზე ვიზიტორებს შეუძლიათ ითევზაონ, ისეირნონ ველოსიპედებზე, ასევე, წყლის ველოსიპედზე, ისეირნონ ნავებით, კატერებით.
ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ ყვარლის ტბის ტერიტორიაზე არსებული სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსით, სადაც შედის საცურაო აუზი (სიგრძე – 20მ, სიგანე – 10მ, სიღრმე – 1,5მ), სავარჯიშო დარბაზი, ფინური საუნა, თურქული აბანო. სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ რესტორანში შესაძლებელია ქართული, ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნება.
maka
17/01/2014 at 16:42
pasebi rogoria, dge gameshi,kvebit?
Nika Fifia
10/09/2015 at 23:04
pasebi rogoria?