ოლიკო ცისკარიშვილი
ისტორიულ ქიზიყში, დედოფლისწყაროს ტაიონში, საქართველოს უკუდურეს სამხრეთში, არის უნიკალური ადგილი, რომელსაც ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები ქვია. კახეთის ორ მთავარ მდინარეს, ორ მთავარ სასიცოცხლო წყაროს – იორსა და ალაზანს შორის მოქცეული დაცული ტერიტორიები მოიცავს სახელმწიფო ნაკრძალს, ბუნების ძეგლებსა და ეროვნულ პარკს. ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი 1935 წელს შეიქმნა ორი დიდი ქართველი მეცნიერისა და ბუნების ქომაგის – ნიკო კეცხოველისა და ვასილ გულისაშვილის ინიციატივით. ნაკრძალის ტერიტორიის საერთო ფართობი – 10142 ჰექტარია. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 300-600 მეტრს შორის მერყეობს.
დაცული ტერიტორიების გაფართოების მიზნით 2003 წელს ვაშლოვანის ეროვნული პარკი დაარსდა (ფართობი – 25, 114 ჰა). საქართველოში პირველი სამი ბუნების ძეგლი: ალაზნის ჭალა, არწივის ხეობა და ტახტი-თეფა 2003 წელს სწორედ ვაშლოვანის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნა. ეს არის შედარებით მცირე ზომის, მაგრამ განსაკუთრებული ბუნებრივი ფასეულობების მქონე ტერიტორიები.
ალაზან-ივრი შაუამდინარეთში მდებარეობს ივრის ზეგანის უდიდესი ბრტყელი აკუმულაციური ვაკე, მისი სიგრძე 35 კილომეტრია, სიგანე 15 კილომეტრია – ესაა შირაქის ველი, რომელსაც საქართველოს პურის ბეღალსაც უწოდებენ. აქ გაზაფხულზე ბევრ ცხვრის ფარასაც შეხვდებით.
აქ, სამხრეთის ძნელად მისადგომ ადგილებში, ჩვენი და უცხო სწავლულებისგან აღმოჩენილი და შესწავლილი მრავალი მცენარისა და ცხოველთა ენდემური სახეობაა.