RSS

7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ირანში

16 აპრილი

miwisZvraრამდენიმე წუთის წინ, ძლიერი მიწისძვრა მოხდა ირანში, პაკისთანის საზღვართან ახლოს. ჯერჯერობით, მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.ტელეარხი NDTV თავის ვებგვერდზე წერს, რომ მათ ოფისში, ინდოეთში, სამხრეთ დელიში, სატელევიზიო ტექნიკა მიწისძვრის გამო თითქმის 1 წუთი ირყეოდა,  ძლიერი რყევების გამო ხალხმა შენობები დატოვა და ქუჩბში პანიკა იგრძნობა.

დადასტურებულია, რომ ძლიერი რყევები ირანის გარდა იგრძნობოდა პაკისტანსა და ავღანეთში.

ირანში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 10 აპრილსაც მოხდა, რასაც 37 ადამიანი ემსხვერპლა, 850 კი დაშავდა.

http://www.netgazeti.ge

 

დატოვე კომენტარი