RSS

ირანში მიწისძვრას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

16 Apr

miwisZvra 04უახლესი მონაცემებით, ირანში რამდენიმე საათის წინ მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა, ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ზუსტი დათვლის შემდეგ გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება. უკვე დადასტურდა, რომ 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ირანში ნგრევა მოჰყვა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ირან–პაკისტანის საზღვართან ახლოს დაფიქსირდა, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები კი ირანის გარდა იგრძნობოდა ავღანეთში, პაკისტანში, ინდოეთში, ყატარსა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში.

“ალ ჯაზირას” ცნობით, ძლიერი ბიძგების გამო დუბაისა და დოჰაში რამდენიმე წუთში მოხდა ხალხის ევაკუაცია ცათამბჯენებიდან, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალ “ბურჯ ხალიფადან”, რომლის სიმაღლეც 828 მეტრია.

ირანში ძლიერი მიწისძვრა 10 აპრილსაც მოხდა. მაშინ 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებს 37 ადამიანი ემსხვერპლა, 850 კი დაშავდა.

“როიტერი” ირანის მთავრობის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ხელისუფლების ვარაუდით, გარდაცვლილთა რაოდენობა ასეულებს გადააჭარბებს, რადგან მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა 40 წელია ირანში არ მომხდარა.

აღნიშნულ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა პაკსტანში, თუმცა, გარდაცვლილთა რაოდენობა ოფიციალურად ჯერ არ სახელდება.

http://netgazeti.ge

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s