RSS

ჭაჭუნას აღკვეთილი

15 აპრილი

WaWuna 006ოლიკო ცისკარიშვილი

დედოფლისწყაროს დაცული ტერიტორიებიდან აღსანიშნავია ჭაჭუნას აღკვეთილი. ჭაჭუნას აღკვეთილი საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქიზიყში, ისტორიულ კამბეჩოვანში  მდებარეობს. თბილისიდან დაახლოებით, 175 კილომეტრითაა დაშორებული. მისი ფართობი 5 200 ჰექტარია და მდინარე იორის ნაწილს მოიცავს. ჭაჭუნას აღკვეთილში დაცულია ჭალის ტყე…

ადგილობრივების გადმოცემით, ზამთარში ჭალის ტყყები ქარის გამო ჭრაჭუნს იწყებდნენ. დროთა განმავლობაში,  ასე დაერქვა ამ ადგილს ჭაჭუნა. საქართველოში, ამ ტიპის ტყეები ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად თითქმის გადაშენებულია და შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ მდინარეთა ნაპირებზე.

wawuna 001ჭაჭუნაში გვხვდება ქვიშები, ქვიშაქვები, თიხები ვულკანური ფერფლის შრეებით, რიყნარები. აღკვეთილის ნაწილი კირქვული კონგლომერატებითაა აგებული. აღკვეთილის სიახლოვეს ცნობილია საფლუსე და საკირე კირქვის საბადოები, აგრეთვე ბიტუმის შემცველობის კირქვის გამოსავლები და მცირე ტბების სახით წარმოდგენილი ბიტუმის დანაგროვებები. აღკვეთილის რელიეფი ერთგვაროვანი არ არის, ბორცვები, თიხნარი გორაკები, ციცაბო ფერდობები, ტერასები და მშრალი ხევები ძალზედ სწრაფად მონაცვლეობენ და თავისებურ, საკმაოდ ლამაზ ლანდშაფტს ქმნიან.

აქ ქვეწარმავლებიდან ხმელთაშუა ზღვის კუ და ჩვენი ფაუნის ყველაზე შხამიანი გველი – გიურზა გვხვდება. აქ ფრინველების 82 სახეობაა, ხოლო 10 სახეობა საქართველოს “წითელ ნუსხაშია” შესული.ფრინველთაგან ბევრია: ქედანი, გვრიტი, შევარდენი, მიმინო, კაჭკაჭი, კაკაბი, ბექობის არწივი. ჭაჭუნის კირქვული წარმოშობის კლდეებში არსებული გამოქვაბულები ორბების და ფასკუნჯების საბუდარია. ღვიის ხეებზე ბუდობს სვავი. მნიშვნელოვანია ჭაჭუნა ულამაზესი ფრინველი დურაჯის პოპულაციითაც.
ძუძუმწოვრებიდან ჭაჭუნაში რამდენიმე სახეობის მღრღნელი, ტურა, მელა, კურდღელი, ლელიანის კატა , ფოცხვერი, მაჩვი და გარეული ღორი ბინადრობს. მეცნიერები იმედს არ კარგავენ, რომ აღკვეთილში ჯერ კიდევ ცხოვრობს უნიკალური და იშვიათი ცხოველი ზოლებიანი აფთარი. აღკვეთილის ტერიტორიაზე განვითარებულია ბოტანიკური, ფოტო და ეკოლოგიური ტურები, იშვიათად ხდება გარეულ ფრინველებზე და ცხოველებზე დაკვირვება.

ცივილიზაციის განვითარების კვალდაკვალ ადამიანი ნებით თუ უნებლიეთ სულ უფრო მეტად უპირისპირდებოდა ბუნებას. შესაბამისად, ბუნების დაცვის საკითხებიც აქტუალური ხდებოდა. ამის გამო, გარკვეულ უბნებზე ადამიანის სამეურნეო საქმიანობა მთლიანად აიკრძალა ან შეიზღუდა, ე.ი.  შეიქმნა ადამიანის სამეურნეო საქმიანობისაგან დაცული ტერიტორიები.

ადამიანების ჩარევის გამო, ჭაჭუნას აღკვეთილსაც შეექმნა საფრთზე.

მდინარე იორის ხეობაში 1991 წელს დაიწყეს დალის მთის წყალსაცავის მშენებლობა, საიდანაც წყლის მიწოდება უნდა მომხდარიყო აზერბაიჯანისთვის.

“ალბათ ბევრ წყაროებში ვერ ნახავთ ამ ისტორიას. ეს იყო ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკება – შექმნილიყო წყალსაცავი საქართველოს ტერიტორიაზე, და გადაქაჩვა მომხდარიყო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ამის გამო, მოხდა უარყოფითი ეკოლოგიური ჩარევები, ჭაჭუნას ტერიტორია წყლისგან დაიცალა და ეს იყო, მიზეზი რომ ყაჯირის ტბა გაქრა –  ტბა აღარ არსებობს. სწორედ, მდინარე იორის ხეობაში ადამიანის უხეში ჩარევის შედეგი იყო ეს. ასეთი წყალსაცავის აგება თავიდანვე გაუმართლებელი იყო,” – ამბობს ასოცირებული პროფესორი გიორგი დვალიშვილი.

ამგვარი ჩარევის მიუხედავად, დალის წყლის წყალსაცავი სრული დატვირთვით მაინც ვერ მოქმედებს, თუმცა ჭაჭუნას აღკვეთილს პრობლემები შეუქმნა.

დაცული ტერიტორიების დაცვა აუცილებელია, რადგან ისინი ხელს უწყობს: ატმოსფერული ნალექის სახით მოსული წყლის რეგულირებას; ნიადაგის დაცვას ჩამორეცხვისა და პროდუქტიულობის დაქვეითებისაგან მცენარეული საფარის მეშვეობით; კლიმატის სტაბილიზებას; ბიოლოგიურ-გენეტიკური (ცხოველებისა და ველურ მცენარეთა) რესურსების შენარჩუნებას და დაცვას; ტურისტულ-რეკრაციულ განვითარებას; სამუშაო ადგილის შექმნას; საგანმანათლებლო საქმიანობას; ჯანრთელი და უსაფრთხო სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნებას; ტრადიციული ფასეულობების აღორძინება-შენარჩუნებას; ბუნებაში წონასწორობის აღდგენასა და დაცვას.

დასაცავი ტერიტორიის მდგომარეობისა და ლანდშაფტურ თავისებურებათა გათვალსიწინებით იქნება ბუნების დაცვის სხვადასხვა ფორმები: ნაკრაძალი, აღკვეთილი ანუ რეზერვატი, ეროვნული პარკი, მწვენე ზონა და სხვ.

მასალა მომზადდა 11-12 აპრილის პროგრამის ფარგლებში: საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაციის ფარგლებში კახეთში სამეცნიერო ჟურნალისტური ექსპედიცია.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითვმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ და შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის დიდსულოვანი მხარდაჭერის შედეგად და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევის საფუძველზე.

gza da Rrublebi mavTul-xlarTi 002

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s