23 ადამიანი დაშავდა იაპონიის დასაველთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ხეგოს პრეფექტურაში კუნძულ ავაძისთან მომხდარი მიწისძვრის სიმძლავერე 6,3 მაგნიტუდა იყო.გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად არ დაზიანებულია ქვეყანაში მუშა მდგომარეობაში მყოფი ერთადერთი – “ოის” ატომური ელექტროსადგური.
შეგახსენებთ, რომ ხეგოს პრეფექტურაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 1995 წელს მოხდა, როდესაც 6 ადამიანი დაიღუპა და 200 ათასი ნაგებობა დაზიანდა.