ყოველწლიურად, ჰოლანდიაში, აპრილში, შაბათ-კვირას იმართება მუზეუმის დღე, რომლის მიზანია მოსახლეობაში ხელოვნების მიმართ კულტურის ზრდა. ამ დროს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის და ტურისტებისთვის 550 მუზეუმის კარი იღება სრულიად უფასოდ.
ამ დღეს მუზეუმების უმეტესობა ატარებს სპეციალურ ლექციებს, დამთვალიერებლებს საშალება აქვთ ნახონ ვიდეოები და უამრავი ექსპოზიცია.
ამსტერდამი, მსოფლიოში ცნობილია,როგორც ერთ ერთი მუზეუმებით მდიდარი ქალაქი. ერთერთია უდიდესი ხელოვნების მუზეუმი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ XV-XVII -ე საუკუნეების ფერწერული ნამუშევრები. ამავე მუზეუმში შეგიძლიათ დაათვალიეროთ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები. ამ მუზეუმშია ვანგოგის ყველაზე დიდი კოლექცია 200 ფერწერული ტილო და 580 ნახატია.
ეგზოტიკური ექსპონანტების მოყვარულები ხშირად სტუმრობენ ტროპიკების მუზეუმს, ანა ფრანკის მუზეუმს, ალმასის ქარხნების მუზეუმს და ჰეინეკენის მუზეუმს.
ორიგინალური და განსხვავებული სანახაობის მსურველები სტუმრობენ ევროპაში ერთადერთ ჰაშიშის მუზეუმს, აქვე მდებარეობს ტატუს მუზეუმიც.
მოამზადა გიორგი ზედგინიძემ