RSS

დედამიწა “მზის ქარს” ორშაბათამდე იგრძნობს

14 Apr

mtredebiდედამიწას ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი უახლოვდება. ყველაზე მეტად “მზის ქარს” დედამიწა დღეს იგრძნობს. მზის “დარტყმები” კვირას და შესაძლოა, ორშაბათსაც ნაკლები სიძლიერით გაგრძელდეს.

აფეთქება ხუთშაბათს, პრაქტიკულად, მზის ცენტრში დაფიქსირდა. კოსმოსური ამინდის პროგნოზირების ცენტრის განცხადებით, ასეთი აფეთქება მზეზე გასული წლის ნოემბრის მერე აღარ ყოფილა.

„ნასას” სპეციალისტების განცხადებით კი, ზამთრის განმავლობაში მზე მშვიდ მდგომარეობაში იმყოფებოდა და არცერთი ახალი მაგნიტური ქარიშხალი არ დაფიქსირებულა. მზის აქტივობის პიკი გასული წლის დასასრულს იყო. ამჟამად, ახალმა აფეთქებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ჩრდილოეთის ნათება პოლარულ სარტყელში.

ძლიერმა მაგნიტურმა ქარიშხალმა, ასევე შესაძლოა, ზეგავლენა ტექნიკის მუშაობაზეც მოახდინოს. პირველ რიგში, ეს აისახება თანამგზავრებზე, ელექტრო და რადიომოწყობილობებზე და სანავიგაციო სისტემებზე.

მეტეოდამოკიდებული ადამიანები კი, ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებს, კვირას დისკომფორტს იგრძნობენ. ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მოერიდონ საწოლიდან სწრაფად ადგომას, რადგან ამან შესაძლოა თავბრუსხვევა და გულისწასვლა გამოიწვიოს. ამასთან, მაგნიტური ქარიშხლის დღეებში, რეკომენდებულია საკვებად ძირითადად ხილი და ბოსტნეული მივიღოთ.

http://www.ghn.ge

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s