12 აპრილს გამოფენების ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” ტერიტორიაზე, მე – 11 პავილიონში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილმა რიგით მე-15 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა და საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების მე-2 საერთაშორისო გამოფენა გახსნა.გამოფენის ორგანიზატორია გამოფენების ცენტრი `ექსპო ჯორჯია”. გამოფენა ტარდება საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსa da USAID– ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის მხარდაჭერით.
გამოფენა გაგრძელდება 12-14 აპრილის ჩათვლით. ვიზიტორებს შეეძლებათ 11:00-18:00 საათამდე დათვალიერება.