RSS

საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლება (NBSAP)

10 აპრილი

SuamTa 013“საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის” (NBSAP) განახლების პროცესის ფარგლებში პასუხისმგებელი ორგანიზაციების მიერ ცალკეული თემატური მიმართულებების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება უკვე დასრულდა.

ამასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის ინიციატივით, ა.წ. 11-12 აპრილს, . ბათუმში, სასტუმრო შერატონში, გაიმართება NBSAP -ის საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა სტრატეგიაზე მომუშავე ქართველი ექსპერტებისა და უცხოელი კონსულტანტის  მონაწილეობით. ამ შეხვედრაზე საერთაშორისო კონსულტანტი – ქრისტიან პრიპი წარმოადგენს NBSAP -ის დოკუმენტის ერთიან სამუშაო ვერსიას.

შეხვედრის მიზანია NBSAP -ის პირველი სამუშაო ვერსიის წარდგენა, შენიშვნებისა და წინადადებების განხილვა და დოკუმენტის საბოლოო სტრუქტურასა და შინაარსზე შეთანხმება.

საქართველო გაერთიანებული ერების კონვენციას ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ (UN CBD) შეუერთდა 1994 წელს.  კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად, საერთაშორისო ვალდებულების აღსრულების მიზნით,  საქართველო 1998 წლიდან შეუდგა ქვეყნის ბიომრავალფეროვნების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე (NBSAP) მუშაობას, რომელიც დამტკიცდა 2005 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

აღნიშნული დოკუმენტი ასახავს საქართველოს გრძელვადიან ხედვას, სტრატეგიასა და პროგრამას ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი მრავალფეროვნების დაცვისა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნებისთვის; ასევე ბუნებრივი და გენეტიკური რესურსების მდგრადი მოხმარებისგან მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილებისთვის.

იაპონიაში, ქ.ნაგოიაში, მხარეთა მე-10 კონფერენციამ (COP 10) მიიღო  ბიომრავალფეროვნების ახალი სტრატეგიული გეგმა 2011-2020 წლების პერიოდისთვის ბიომრავალფეროვნების 20 კონკრეტული მიზნით (ე.წ  “აიტის მიზნები”). ამ კონფერენციაზე საქართველომ, სხვა ქვეყნებთან ერთად, აიღო ვალდებულება, განაახლოს NBSAP ახალი სტრატეგიული გეგმის შესაბამისად და მიიღოს ის, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტი.

კონვენციით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის ინიციატივით 2011 წლის მაისში დაიწყო NBSAP -ის განახლების პროცესი. პროცესში ჩართულია სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები. მუშაობა მიმდინარეობს 11 ძირითად თემატურ მიმართულებაზე, რაც მთლიანად მოიცავს ბიოლოგიურ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ სფეროებს.

პირველ ეტაპზე გაანალიზებული იქნა ბიომრავალფეროვნების დღევანდელი მდგომარეობა – მასთან დაკავშირებული ტენდენციები, საკანონმდებლო ასპექტები, პოლიტიკა; ასევე შეფასდა ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობები, მიღწევები და ნაკლოვანებები, მომზადდა  “სიტუაციის ანალიზის” ანგარიში თითოეული თემატური მიმართულებისთვის.

მეორე ეტაპზე ორგანიზაციებმა შეიმუშავეს ეროვნული მიზნები, სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები თითოეული თემატური მიმართულებისათვის გლობალური ბიომრავალფეროვნების სტრატეგიული გეგმის (2011-2020) ჭრილში.

ამ რთულ პროცესში გარემოს დაცვის სამინისტროს დახმარებას უწევს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) პროექტის “ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურში მომუშავე ინტეგრირებულ ექსპერტთან (CIM) ერთად.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s