ირანის სამხრეთ-დასავლეთში, მიწისძვრების სერიების შემდეგ სამ ათეულზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სტიქიისგან კიდევ 800-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა. დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია აარაა სრული, რადგან ათეულობით ადამიანი ნანგრევების ქვეშ კიდევ შეიძება იყვენენ მოყოლილნი.
ირანის მიწისძვრის შემდეგ, კატარის, ბახრეინისა და საუდის არაბეთის ტერიტორიებზეც იგრძნობოდა მიწისქვეშა ბიძგები.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 12 კილომერტს სიღრმეში დაფიქსირდა, ქალაქ კაკის მახლობლად. დაზარალებულ რაიონებში დაახლოებით 12 ათასი მოსახლეა, იტყობინება იტარ-ტასი. დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ვერტმფრენებიც ჩაერთო. ყველაზე მეტად კოკის მიმდებარე სამი სოფელი დაშავდა, სადაც ნაგებობები 80-100 პროცენტით განადგურდა.
პირველი მიწისძვრა, 6,3 ბალიანი, ქალაქ ბუშერის, სამხრეთ-აღმოსავლეთით 90 კილომეტრში მოხდა. მეორე 5,4 მაგნიტუდის ბუშარიდან 8 კილომეტრში, ამ ორს უფრო ნაკლებბიძგიანი მიწისძვრაც მოჰყვა – 4,7 ბალიანი.
ბუშარში, ერთადერთი ატომური სადგური, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრიდან დაახლოებით, 100 კილომეტრში მდებარეობს არ დაშავებულა და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.