თელავის რაიონის სოფელ რუისპირში ძლიერი სეტყვა მოვიდა, რომელიც ნახევარი საათი გრძელდებოდა. ადგილობრივების განცხადებით, სრულად არის განადგურებული ატმის ნარგავები, დაზიანდა ვენახიც. სოფელში ამ დროისთვს ძლიერი წვიმაა. რუისპირის გარდა, თელავის რაიონის კიდევ სამი სოფელი დაისეტყვა: წინანდალში, კისისხევი და კონდოლი. ძლიერი სეტყვამ აქაც გაანადგურა ხეხილი, ძირითადად კი, ატმის ბაღები.
ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. აღნიშნულ სოფლებში სეტყვის საფარმა ზოგან 7-8 სმ-ს მიაღწია. ადგილობრივების თქმით, სტიქიამ ახლად აყვავებულ ატმებს ყვავილი და კვირტები დააცალა, რამაც შესაძლოა ხეები გაახმოს.
თელავის რაიონის გამგეობაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც ზარალის დათვლას დილიდან შეუდგება.