მაისის დასაწყისისათის, ჩინეთი სადავო კუნძულზე სიშაზე, ტურების მოსწყობას გეგმავს.
ამის შესახებ, სამხრეთ-ჩინეთის ხაინანის კუნძულების პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა ტან ლიმ განაცხადა. ამ დღეებში, ხაინანში აზიის ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს.ტურისტებს სიშას არქიპელაგის მონახულება შეეძლებათ. ტური კრუიზის სახის იქნება და ტურისტების კვება და საცხოვრებელი ადგილის უზრუნველოყოფაც დიდ ლაინერზე იქნება შესაძლებელი. მგზავრები კუნძულის სრულ დათვალიერებას შეძლებენ. ტან ლიმ, აგრეთე განაცხადა, რომ ხელისუფლება ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებს, პორტებს და გემებს ააშენებს.
დღესდღეობით, სიშა 40 კუნძულს შეიცავს, მაგრამ ისინი არ არიან შესაბამისად უზრუნველყოფილნი ტურებისთის. არქეპელაგის, ყველაზე დიდი კუნძული იუნსინი – 2,13 კვადრატულ კილომეტრის შეადგენს. იუნსინზე მხოლოდ ერთი სასტუმროა, რომელიც მხოლოდ 56 ნომერს შეიცავს.
კომპანიამ Haihang Group Corp Ltd. ერთი ლაინერის გამოყოფა გადაწყვიტა, რომელიც 1 ათასს 965 მგზავრს ჩატევს.
ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელის, ჰყან ჰუაჟუს თქმით, ტურები ხაინანზე საკმოდ ძვირი ეღირება, რადგან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ბევრ ხარჯთან არის დაკავშირებული.
ჩინეთი უკვე საკმაოდ დიდხანს დაობს ისეთი კუნძულების მისაკუთრებასთან დაკავშირებით, როგორებიცაა ნანშა (სპრატლი), არქიპელაგი სიშა და კუნძული ხუანიან სამხრეთ-ჩინეტში. ასე თუ ისე, ამ კუნძულებზე დავაში, ვიეტნამი, ფილიპინები, მალაისია, ბრუნეი და ტაივანი დავობენ.
მოამზადა ბელა არუთინოვმა