სამხრეთ კორეის ბევრი მკვიდრი, უბნის გამწვანებაში არის ჩართული.
ხეების დარგვის დღე – მთავრობის კამპანიის გამწვანების გადაწყვეტილებით დაარსდა. მთავრობის პირმა პაკ ჩჟონ ხიმ, თავისი კამპანიის პარგლებში, კორეის ხეების გამწვანება გადაწყვიტა, რის შედეგადაც დაარსდა ეს დღესასწაული. როგორც ცნობილი გახდა, ეს კამპანია საკმაოდ წარმატებბული აღმოჩნდა. 2005 წლამდე, ეს დღე სახალხო დღესასწაულად იყო აღიარებული. დღესდღეობით, ეს დღესასწაული კვლავ შემორჩენილია კორეაში. ამ დღეს, სამხრეთ კორეის მაცხოვრებლები თავიანთი უბნებს ამწვანებენ.
ხანდახან ეს ღონისძიება, კორეის კიდევ ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან დღესასწაულს ემთხვევა – ცივი საკვების დღესასწაულს, კორეაში მას ხანსიკოს უწოდებენ, რაც სიტყვა სიტყვით “ცივ საკვებს” ნიშნავს.
ვინაიდან, ხანსიკის დღესასწაულზე, გარდაცვლილებისთის პატივის მიგება, მათი საფლავების დასუფთავება და გამწვანება არის მთავარი ღონისძიება, კორეაში ბევრ ადამიანს ნახავთ სასაფალოებზე გასულს.
ჩვეულებისამებრ, ხანსიკას დღესასწაული 105-ე დღეს ზამთრის მზედგომის შემდეგ აღინიშნება. ამ დროს, ცა ნათელი და მკაფიო ლურჯ ფერს იძენს, ფერმერები პირველ თესლს მიწაში დებენ და უვლიან.
ცნობილია, რომ ამ დღეს, ცივი კერძების მიღების ტრადიცია ჩინეთიდან წამოვიდა, თუმცა დღესდღეობით, ბევრი ტრადიცია თანდათან მივიწყებას ეძლევა.
მოამზადა ბელა არუთინოვმა
ხეების დარგვის დღე სამხრეთ კორეაში
05
აპრილი