ცინ მინის დღესასწაული – გამწვანებულ მიწაზე გასვლის პირველი დღე.
დღესასწაული ცინ მინი – სიწმინდის დღესასწაულია, რომელიც მზიან და ნათელ ამინდს უკავშირდება. ცნობილია, რომ ამ დღეს ინი და იანი ერთამენთთან სრულ ჰარმონიაში და დაბალანსებულია. ცა (იანი) ანაყოფიერებს დედამიწას (ინს) და ბადებს ახალ სიცოცხლეს. ცინ მინის დღესასწაულზე, ადამიანები საზეიმოდ არიან გამოწყობილები და ტირიფის ტოტების სეირნობენ ქუჩებში. ამ დღეს, ჩინელებს უძველესი დროიდან აქვთ ტრადიცია – პირველ გამწვანებულ მიწაზე გასეირნება.
ცინ მინი – ყველა გარდაცვლილის დღესასწაულიც არის. მას ადრე, ცივი საკვების და “სუფთა” სინათლის დღესასწაულსაც უწოდებდნენ. გართობასთან და გასეირნებასთან ერთად, ჩინელები საფლავების მონახულებასაც ახერხებენ.
დღესდღეობით ცინ მინის დღესასწაული, დაღუპული რევოლუციონერების და გმირების ხსოვნას უკავშირდება. ეს დღესასწაული, გრძელდება არა ერთი დღე. დასვენების დღეები 3 დღის განმავლობაში გრძელდება. საფლავების დასუფთავება, საზეიმო ვახშამი და ბევრი სხვა ღონისძიება, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოვლენაა ამ დღესასწაულის.
მოამზადა ბელა არუთინოვმა
სიწმინდის დღესასწაული ცინ მინი
04
აპრილი