RSS

საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა ხუდონის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით

04 აპრილი

dariali 0074 აპრილს, გარემოს დაცვის სამინისტროში გაიმართება შეხვედრა საერთაშორისო ექსპერტებთან  ხუდონის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ  გარემოს დაცვის მინისტრი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, აგრეთვე, კომპანია „ტრანსელექტრიკა ჯორჯია”, რომელიც ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის განმახორციელებელია.

 შეგახსენებთ, რომ  ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესისა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის სამინისტრომ ნიდერლანდების მთავრობას საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა. აღნიშნულის საფუძველზე ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისიამ (NCEA – Netherlands Commission on Environmental Assessment) უზრუნველყო ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვაში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ჩართვა.

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში არიან: გეოლოგი, სეისმოლოგი, ჰიდროტექნოლოგი, აგრეთვე ექსპერტები ბიომრავალფეროვნების, სოციალური საკითხებისა და განსახლების, ენერგეტიკის ეკონომიკისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებში.

ექსპერტებმა უკვე შეისწავლეს დოკუმენტის თეორიული ნაწილი და საქართველოში ჩამოვლენ ხვალ, 4 აპრილს. ისინი ქართველ სპეციალისტებთან ერთად დეტალურად შეისწავლიან საკითხს და შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s