არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში წყალდიდობის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. წყლის სიმაღლემ 1,5 მეტრს გადააჭარბა.
დაღუპულთაგან ორი მოქალაქე საკუთარ მანქანაში წყლის შედინების შედეგად დაიხრჩო.
წინასწარი ინფორმაციით 350 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, უხვმა ნალექმა ათასობით ავტომანქანა მწყობრიდან გამოიყვანა.
ქალაქის ხელისფულების განცხადებით მსგავსი ნალექი წლების განმავლობაში არ დაფიქსირებულა. ამ დრომდე მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია და ზარალის სრული აღწერა უახლოეს დღეებში მოხდება.
www.ghn.ge