დღეს, 3 აპრილს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ევროკავშირის”ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის პროექტის” დახურვის ღონისძიება გაიმართა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციში დასრულდა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონალურ დონეზე ტურიზმის განვითარებას, ტურიზმის საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას და ამ სფეროში ადამიანური რესურსების განვითარებას.ევროკავშირის “ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის პროექტი” ტურიზმის ადმინისტრაციაში დაიწყო 2012 წლის 9 იანვარს და დასრულდება 2013 წლის 8 აპრილს.
დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე ევროკავშირის დელეგაციის, ტურიზმის ადმინისტრაციის, პროგრამის ადმინისტრირების ოფისის და ევროკავშირის ტურიზმის მხარდაჭერის (თვინინგის) პროექტის წარმომადგენლები და ავსტრიის საპატიო კონსული.