RSS

სანატორიუმი უჯარმა – იოდბრომიანი ნატრიუმჰიდროკარბონატიანი წყალის სასწაული

02 აპრილი

ujarma 006ოლიკო ცისკარიშვილი

თბილისიდან ოციოდ კილომეტრში, კახეთში, უჯარმის ციხემდე არ მისული, საგარეჯოს რაიონში, სამკურნალო კურორტია, რომელიც ცოტამ თუ იცის. სოფელი უჯარმისთვის, უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია იოდ-ბრომიანი სამკურნალო წყლები,  რომლის ბაზაზეც ფუნქციონირებს კურორტი “უჯარმა”. სპეციალისტთა თქმით, ბალნეო-თერაპიული მკურნალობა შესანიშნავ შედეგს იძლევა შემდეგი დაავადებების დროს: პოლიოსტეოართროზი, ოსტეოხონდროზი (მარილების დაგროვება), სპონდილოზი, სპონდილოართროზი, რევმატიზმი, რევმოპოლიართრიტი; მიოკარდიოდისტროფია კომპენსაციის სტადიაში; ჰიპერტონული დაავადება; თრომბოფლებიტი; პერ. ნერვული სისტემის დაავადებები (რადიკულიტი); ცენტრ. ნერვული სისტემის დაავადებები (ვეგ.დისტონი; საშვილოსნოსა და მისი დანამატების ქრ.ანთებები; კანის დაავადებები (მშრალი ეგზემა, ფსორიაზი); ენდარტერიტი და სხვ.

შპს იბოსათ “კურორტი უჯარმას” მეხუთე წელია ხელმძღვანელობს ფარვინედ გასუმოვი.

იოდ-ბრომიან წყლების სამკურნალო ზეგავლენას პლუს დაბალი მთის ჰავა საუცხოო ეფექტს იძლევა პერიფერიული ნერვული სისტემის და გულ-ისხლძარღვთა  სისტემის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში.

კურორტი “უჯარმის” სტურობისას, კურორტი ცარიელი იყო, არც ეზო-ბაღმა მოგვხიბლა, თუმცა პირველი შთაბეჭდილება ცოტა ხანში გაგვიცამტვერა მისმა დირექტორმა, რომელიც ჩვენს ბედად სანატორიუმში იყო. აღმოჩნდა, რომ სანატორიუმი დამსვენებლებს მხოლოდ სეზონურად, მაისის პირველი რიცხვებიდან იღებს, პაციენტები ამ ადგილს ოქტომბრის ბოლომდე სტუმრობენ, რადგან ზამთარში სანატორიუმს არ აქვს გათბობის სისტემა… თუმცა მთლიანად შენობაც, ძველი, კომუნისტების დროსაა ნაშენი და თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება, შეძებისდაგვარად მაინც კეთილმოწყობილი პანსიონატია, აქვს აბაზენი პროცედურების მისაღებად, პოლიკლინიკა, სასადილო… დამსვენებლები უზრუნველყოფილი არიან მაღალკვალიფიციური სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებით – სანატორიუმს ყავს ორი ექიმი, სამი მედდა… რამდენიმე ადგილობრივი ახალგაზრდა

სასწავლებლად გააგზავნა სანატორიუმის დირექციამ. უკან დაბრუნებულები სანატორიუმში დასაქმდებიან.

კომუნისტების დროს ნაგები შენობის გარდა, რომელიც ხუთი წლის წინ, სრულიად გაპარტახებული იყო, ნელ-ნელა სრულიად იღებს პაციენტებს. სანატორიუმს რამდენიმე კეთილმოწყობილი კოტეჯიც აქვს და მესამე სართულის რემონტიც მიმდინარეობს, დაგეგმილია ევროსტანდარტების შესაბამისი მოწყობილი ოთახების გაკეთება.

სანატორიუმის დირექტორის თქმით, სანატორიუმს შეუძლია ერთბაშად მიიღოს 80-დან 100 დამსვენებლამდე. სანატორიუმი ადგილობრივების გარდა, პაციენტებს იღებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაც… ათდღიანი მკურნალობისას, დღე – სამჯერადი კვებითა და სრული პაკეტით, მხოლოდ 43 ლარი უჯდება პაციენტს. თუმცა, ადმინისტრაციას, დღეების მიხედვით, სხვადასხვა ტარიფებიც შეუძლიათ შემოგთავაზოთ.

შუა ეზოში მოგიზგიზე ცეცხლმა თავიდანვე გაგვაკვირვა, როგორც აღმოჩნდა, ცეცხლი იმ გაზს ეკიდა, რომელიც წყალთან ერთად ამოდის დაახლოებით ასი მეტრა სიღრმიდან. სწორედ იმ წყალს, რომლთაც სანატორიუმში დამსვენებლებს მკურნალობენ – იოდბრომიანი ნატრიუმჰიდროკარბონატიანი წყალის მიღება დიდხანს არ შეიძლება, მისი გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა შესაძლებელი.

ასეთი რამ იშვიათია ბუნებაში, – გვიყვება სანატორიუმის დირექტორი – იოდი და ბრომი იშვიათად შედიან რეაქციაში ერთმანეთთან, ეს სწორედ, ის შემთხვევაა… და იხსნებს უმრავ პაციენტს, რომელიც ამ წყლის საშუალებით განიკურნა… მხოლოდ შარშან 560 ადამიანი მივიღე და ბედნიერი ვარ, რომ 290 სრულიად განკურნებული წავიდა სანატორიუმიდან, – აღნიშნა მან.

gazafxuli 001 gazafxuli 003

gaz 00001 ujarma 001 ujarma 002 ujarma 003

 

3 responses to “სანატორიუმი უჯარმა – იოდბრომიანი ნატრიუმჰიდროკარბონატიანი წყალის სასწაული

  1. Natia Sisauri

    11/08/2013 at 13:13

    abazana dzalian cudad gamoikureba kargi iqneboda gamogekenebinat specialuri vanebi romelic aset naleqs ar itovebs sxva kvelaperi kargad gamoikureba

     
  2. პერწკლი

    02/07/2014 at 22:13

    როგორ უნდა მოვხვდე აქ? რამე საკონტაქტო არ გაქვთ?

     
  3. Another World

    23/12/2014 at 22:18

    Useful information. Fortunate me I found your website by chance, and
    I’m shocked why this accident didn’t came about earlier! I bookmarked it.

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s