RSS

ჩემი მეგობარი ტყე – სასიამოვნო ფინალი

29 მარ

nergebi 001ამინდში გაგვიმართლა, გიჟმაჟმა მარტმა ზუსტად ამ დღეს გამოიხედა და მზიანი, თბილი ამინდი დაგვახვედრა ახმეტის დღის ცენტრში, სადაც უკვე მოუთმენლად გველოდებოდნენ პროექტ “ჩემი მეგობარი ტყის” კონკურსანტები…  და ეზო, სადაც რამდენიმე წელიწადში ჩვენს მიერ დარგული კაკლის ხეები იშრიალებს.

ჩვენ,  კი გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად , არაკომერციული ორგანიზაციები „სამოქალაქო განვითარებისათვის სოციალური აქტივობა“ და „ საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაცია“, ვებ-პორტალი www.ekofact.com -ს საინიციატივო ჯგუფი, საინფორმაციო სააგენტო ექსპრესნიუსი http://www.epn.ge, ტურისტული სააგენტო www.onlygeorgia.com. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები საჩუქრებით, პრიზებითა და ნერგებით შეიარაღებულებმა ავაფორიაქეთ დღის ცენტრის ეზო.

ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ გადავწვიტეთ, რომ არც ერთი კონკურსანტი უსაჩუქროდ არ დაგვეტოვა, ამიტომ მათი მოლოდინიც გამართლდა… ლიტერატურულ თხზულების “ჩემი მეგობარი ტყის” ყველა ავტორს გადაეცა გამომცემლობა უნივერსალისა და ქარჩხაძის გამომცემლობის წიგნები. ასევე მაისურები, ბლოკნოტები, საწერკალმები და ა.შ.  თუმცა ყველაზე ორიგინალურ ნაწარმოებებს, დიპლომი და სიგელიც გადავეცით. ჟიურის გადაწყვეტილებით კი ყვლაზე საუკეთესოდ დასახელდა მეექვსე კლასელი ნიკა ერთგულაშვილი და მერვე კლასელი მარიამ ჯაშიაშვილი.

დაჯილდოების შემდეგ კი, ახმეტის დღის ცენტრის ეზოში, ყველამ თავის სახელზე კაკლის ნერგები დარგო. მანამდე კი ჩვენც და პატარებსაც მცირე ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარა გარემოს დაცვის სამინისტროს გამწვანების ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა. მისი თქმით, ეს აქცია, მართლაც რომ ბევრის მთქმელია, იმ რეგიონში, სადაც უამრავი ფაქტია უკანონო ხეების ჭრის.

ახმეტის დღის ცენტრის ხელმძღვანელის ია ფირალიშვილის თქმით, ამგვარი აქციები ძალიან დიდი სტიმულია ბავშვებისთვის… თვალებგაბრწყინებული და თვალებში სხვივჩამდგარი პატარები კი, გვპირდებოდნენ, რომ მომავალში, ისევ მიიღებდნენ მონაწილეობას ამგვარ კონკურსებში და უფრო მეტად მომზადებულები და მობილიზებულები იქნებიან…

პ.ს. იმასაც დაგვპირდნენ, რომ ნერგებს აუცილებლად მოუვლიდნენ… ისინი ასე პატარები არიან და მათ უკვე დარგეს ერთი ხე – უკვე ზრუნავენ თავიანთ მომავალზე 🙂

ფოტო: ო. ცისკარიშვილი, ა. ამბარცუმიანი

DSC09165 DSC09260 ??????????????????????????????? Cven axmetasi nergebi 002 nergebi 009 nergebi 010 nergebi 018

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s