ოთხი დღის შემდეგ, ეგვიპტეში დაკავებული 2 ტურისტი გაათავისუფლეს. ისინი, ტყვედ ბედუინების შეიარაღებულმა ჯგუფმა აიყვანა, სინაის ნახევარკუნძულზე. გამტაცებლები, ეგვიპტის მთავრობას ნათესავების ციხიდან გამოშვებას ითხოვდნენ.
22 მარტს, ბედუინებმა ტყვედ 34 წლის ისრაელის არაბი (კაცი) და 32 წლის ნორვეგიის მოქალაქე ქალი აიყვანეს. ტურისტები, მანქანით საკურორტო ქალაქ ტაბადან ქალაქ დახაბში, ისრაელის საზღვართან მიემართებოდნენ. მათი გათავისუფლების თაობაზე, მოლაპარაკებებს 6 ადგილობრივი შეიჰი ესწრებოდა. ცნობილია, რომ ბედუინები ტურისტების გათავისუფლებას მაშინ აპირებდნენ, როდესაც მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა. ტყვედ აყვანილი ტურისტების თქმით, ბედუინები მათ კარგად ექცეოდნენ. 2012 წლის განმავლობაში, ტურისტები რამდენიმეჯერ აიყვანეს ტყვედ. აღსანიშნავია, რომ ყველა გატაცება სენაიზე ხორციელდებოდა.
2012 წლის იანვარში, ადგილობრივმა მოსახლეობამ ტყვედ 25 ჩინელი მუშა აიყვანა. ისინი ტყვეობაში ერთი დღის განმავლობაში იყვნენ. ბედუინები, 5 ნათესავის ციხიდან გამოშვებას ითხოვდნენ, რომლებსაც 2004-2006 წლებში ტერაქტებში მონაწილეობის ბრალდებით ჰქონდათ პატიმრობა მისჯილი.
გამტაცებლების ხელში აგრეთვე ამერიკელები, ბრაზილიელები და ევროპელებიც ყოფილან. 2013 წლის 7 მარტს ბედუინებს რამდენიმე საათის განმავლობაში ინგლისელი წყვილი ჰყავდათ ტყვედ. მათ, ტურისტები კაიროდან შარმალ-შეიხში მიმავალ გზაზე დაიჭირეს.
ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ნახევარკუნძულზე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის მმართველობის დროსაც ხელისუფლებასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მათ არაერთხელ მოაწყეს ტერაქტები. მათი მთავარი მიზანი, ტურიზმიდან შემოსული თანხის მათ სასარგებლოდ გადანაწილება იყო.
რევოლუციის შემდეგ, ჯარი და პოლიცია სათანადო უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა. ბედუინები, დაუსჯელობის განცდით შეპყრობილნი, სულ უფრო ხშირად მართავენ უკანონო გზებით პროტესტს. ისინი ხშირად ძარცვავენ ბანკებს, ვალუტის გადასახურდავებელ ჯიხურებს და უბრალო ტურისტებს, რომლებიც გზაში ხვდებიან.
მოამზადა ბელა არუთინოვმა