დღეს, შერატონ მეტეხი პალასში, გლობალური გარემოსდაცვის ფონდის მცირე გრანტების პროგრამის პრეზენტაცია შედგა. გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი მცირე გრანტების პროგრამას ახორციელებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვიტარების პროგრამა. ეს არის გლობალური გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში სარგებლის მიღების ერთ-ერთი ყველაზე წარემატებული მექანიზმი, რომელიც იმართება თემზე დაფუძნებული ინვესტიციებით. პროგრამის მიზანია სათემო ინიციატივებზე დამყარებული მიდგომების გამოყენებით მოიტანოს გლობალური გარემოსდაცვითი სარგებელი.
გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის თემატური მიმართულებები: ესენია, ბიომრავალფეროვნება; კლიმატის ცვლილება; საერთაშორისო წყლები; მიწის დეგრადაცია, ქიმიური ნივთიერებები და ნარჩენები, – განაცხადა მან.
შეხვედრაზე გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენლის მოადგილემ ინიტა პაულოვიჩმა განაცხადა, რომ მცირე გრანტების პროგრამა ხორციელდება 210 ქვეყანაში, საქართველოში კი 2012 წლიდან. საქართველოში გარემოს დაცვითი ინიციატივების განსახორციელებლად გამოყოფილია 750 000 აშშ დოლარი.
მცირე გრანტების პროგრამა გრანტებს გასცემს რეგისტრირებულ არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებზე და გარდა გლობალური გარემოს დაცვის სფეროში მოტანილი სარგებლისა, ამოცანად ისახავს ადგილობრივ თემების შესაძლებლობებისა და უფლებამოსილების გაძლიერებას, სიღარიბის დაძლევას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას.
ოლიკო ცისკარიშვილი