RSS

სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან დაიწყო

26 მარ

Stormi 00001სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან იწყება.

უკვე დადგენილია, რომ საქართველოში ქარისა და შტორმის შედეგად მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას 5 მლნ ლარის ზარალი მიადგა.ამ დროის მონაცემებით, გორში – 38, მიმდებარე სოფლებში – 110, ოზურგეთში – 125, ქობულეთში – 65, ხელვაჩაურში – 102, ბათუმში კი, 30 საცხოვრებელი სახლია დაზიანებული.

შენობების აღსადგენად დაფინანსება სავარაუდოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. ადგილობრივი ბიუჯეტის პარალელუარად კი, შედარებით მასშტაბურ სამუშაოებს ცენტრალური ბიუჯეტი დააფინანსებს.

ამასთან, პრემიერის დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბის წევრები რეგიონებში სიტუაციას ადგილზე ეცნობიან.

აჭარაში ვიზიტის შემდეგ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია პრობლემებს დღეს გორშიც გაეცნობიან.

მსგავსი შემოწმება საგანგებო შტაბის წევრებმა აჭარაში უკვე დაასრულეს.

http://www.ipn.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s