RSS

უკრაინას თოვლისაგან 22 ათასი ადამიანი და 5 ათასი ერთეული ტექნიკა წმენდდა

25 მარ

zamt4უკრაინის თოვლისგან გასაწმენდად ბოლო დღეღამის განმავლობაში გამოვიდა 22 ათასზე მეტი ადამიანი, 5 ათასზე მეტი ტექნიკა, მათ შორის ვერტმფრენი “მი-8” და 22 თოვლგამწმენდი მატარებელი გამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახური ავრცელებს. “მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობის მუდმივი ფუნქციონირების ობიექტების შეუფერხებლად მუშაობისათვის გამოიყვანეს 22 ათას 346 ადამიანი და 5 ათას 344 ერთეული ტექნიკა, ვერტმფრენი “მი-8″ და თოვლგამწმენდი ტექნიკა”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ “ბორისპოლის” საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, თუმცა ზოგი საერთაშორისო რეისის შესრულება მაინც ყოვნდება.

“უკრინფორმის” ინფორმაციით, აგვიანებენ რეისები ბაქოდან და მოსკოვიდან. დაყოვნება ეხება ლვოვისა და ხარკოვის რეისებსაც. გაფრენა დააგვიანდა მილანის, ვენისა და დუბაის მიმართულებით.

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s