RSS

სტიქიამ აჭარას სამი მილიონი ზარალი მიაყენა

25 მარ

Stormi 0005112 საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რადგან გარემოს ეროვნული სააგენტო პროგნოზირებს 25 მარტს ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას და ჰაერის ტემპერატურის კლებას.
“ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტი დირექტორის გიორგი ბიჭაშვილის განკარგულებით, სრულ მზადყოფნაშია კვლავ იმუშაოს განსაკუთრებულ რეჟიმში, რათა 112-ის სადისპეჩერომ ოპერატიულად მიიღოს ზარები და განახორციელოს ზარების დროული დისპეჩერიზაცია, საქართველოს მოსახლეობისთვის დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით.
ამ დროისთვის დაფიქსირებული ზარების სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირია: რეგიონების მაშტაბით – 120 შემთხვევა; თბილისის მაშტაბით- 137 შემთხვევა; ზარის ინიციატორებისაგან ფიქსირდება გამოძახებები: ქარისგან გადახდილ სახურავებთან დაკავშირებით, ელექტრო გადამცემი ხაზების დაზიანება, ხის წაქცევა, სარეკლამო ბილბორდის წაქცევა, მოსალოდნელია სხვადასხვა ტიპის საშიშროებები;ქარისგან ჯანმრთელობის დაზიანებით ფიქსირდება სამი შემთხვევა. გორში ავტომანქანას დაეცა ხე, რომელში მჯდომმა პიროვნებამაც მიიღო ფიზიკური დაზიანება; თბილისში ქარმა წააქცია ასაკოვანი ქალბატონი, მიღებული აქვს ფეხის ტრამვა; თბილისში პიროვნებას სხეულზე, წელის არეში დაეცა ხიდან მოტეხილი ტოტი; არც ერთ შემთხვევაში მსვერპლი არ არის. სიტუაცია განსაკუთრებით საგანგებოა აჭარაში, სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი ცხელი ხაზი ამოქმედდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ცხელი ხაზის ნომერია 251 07 74 და ის 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. მინისტრმა რეგიონების მოსახლეობას მოუწოდა, მიყენებული ზიანის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აცნობონ, რათა მათი აღრიცხვა მოხდეს.
დავით ნარმანიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე სტიქიამ ყველაზე დიდი ზიანი აჭარას მიაყენა, სადაც შტორმისა და ძლიერი ქარის გამო ბევრი პრობლემა შეიქმნა. “დაზიანებულია 150 საცხოვრებელი სახლისა და რამდენიმე სკოლის სახურავი, ქობულეთში ჩამოინგრა 150 მეტრის სიგრძის ნაგებობა და ნაპირსამაგრი ნაგებობები, დაზიანდა გარეგანათების ბოძები. პრობლემებია ურეკშიც, სადაც ზღვამ სამი ნავი გაიტაცა. 20-ზე მეტი მრავალსართულიანი სახლი დაზიანდა გორში”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, სტიქიამ აჭარის რეგიონს 3 მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა.

აჭარის მთავრობა საგანგებო შტაბს ქმნის.
“შტაბი იმუშავებს საგანგებო რეჟიმში და დროულად მოახდენს ზარალის დათვლას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. შტაბის წევრები შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად სტიქიური მოვლენის ეპიცენტრებს ადგილზევე მოინახულებენ და საჭიროების შემთხვევაში, დროულად მოახდენენ რეაგირებას. აღსანიშნავია, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების განსახორციელებლად არ გართულდება ფინანსური რესურსების მოძიება. აჭარის მთავრობის აპარატში ამუშავდა 24 საათიანი ცხელი ხაზი 27 20 01, რომელზეც მოსახლეობას შეეძლება დარეკვა და ინფორმაციის დატოვება იმ შემთხვევაში, თუ მათ რაიმე ზარალი მიადგება. ასევე, დაზარალებულ მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ცხელი ხაზის 112-ის სერვისითაც”, – აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

 

One response to “სტიქიამ აჭარას სამი მილიონი ზარალი მიაყენა

  1. http://abujarealestate.com/c/?q=node/1489/

    07/04/2013 at 02:53

    Woah! I’m really digging the template/theme of this blog. It’s simple, yet effective.
    A

    lot of times it’s very difficult to get that “perfect balance” between user friendliness and appearance. I must say

    you’ve done a superb job with this. Additionally,

    the blog loads extremely fast for me on Internet explorer.
    Excellent Blog!

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s