ბათუმის მერის ჯემალ ანანიძის ინფორმაციით ბათუმში ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 8 მილიონი ლარია საჭირო.
“წელიწადნახევარი დასჭირდება მთლიანი პერიმეტრის სამუშაოების შესრულებას,რადგან ეს რთული სამუშაოა. მთლიანად ჯამში ამის გამაგრება 8 მილიონ ლარამდე დაჯდება”-განაცხადა ანანიძემ.
აღსანიშნავია რომ,საქართველოში სტიქიის შედეგად ბათუმსა და ქობულეთში ზღვისპირა ზოლი დაზიანდა. დატბორილია ზღვისპირა ქუჩები.ბოლო მონაცემებით, ძლიერმა ქარმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში 43 საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – 9 სახლის სახურავი მთლიანად და 93 სახლის სახურავი ნაწილობრივ;
ამჟამად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ბათუმში ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 8 მილიონი ლარია საჭირო
25
მარ