RSS

შავ ზღვაში 5-6 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა

24 მარ

baTumSi Stormi nikuSa qobulaZeუამინდობის გამო, წუხელ შავ ზღვაში შტორმი დაფიქსირდა. შტორმის სიმძლავრე 5-6 ბალი იყო. ტალღებმა ზღვისპირა პარკის საფეხმავლო ბილიკამდე და ხიმშიაშვილის ქუჩამდეც მიაღწია. სანაპირო ზოლზე სახანძრო, სამაშველო, სანდასუფთავებისა და გამწვანების სამსახურის წარმომადგენლები დილის 5 საათიდან იყვნენ მობილიზებული. ისინი გაწმენდით სამუშაოებს ამ დრომდე აწარმოებენ. სანიაღვრე არხის დააზიანების გამო აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად დატბორილია. ძლიერმა ტალღებმა აეროპორტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავები დააზიანა და 8 განათების ბოძი მოგლიჯა. არდაგანის ტბაში წყლის დონემ მოიმატა, რის გამოც, ახლოს მდებარე რესტორნები დაიტბორა. მსგავსი შტორმი აჭარაში ბოლო 10 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

ამალია ამბარცუმიანი

ფოტო : ნიკა ქობულაძე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s