ბათუმის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის მაშველები შტორმის შედეგად დაკარგულ მეთევზეს ეძებენ. თვითმხილველების განცხადებით, წუხელ, დაახლოებით 23 :00 საათზე, დავით გელაძე თევზაობის დროს ზღვაში გადავარდა და ტალღამ ჩაითრია. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს. ბათუმში ამ წუთებშიც 5 ბალიანი სიმძლავრის შტორმია. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის უფროსის მოადგილის მამუკა თურმანიძის განცხადებით, შტორმის დონე დღის განმავლობაში შესაძლოა, 7 ბალამდე გაიზარდოს.
გარდა ამისა,დატბორილია ზღვის პირას მდებარე რუსთაველისა და ხიმშიაშვილის ქუჩები.
info9