ახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსი”, ეკონნომიკური პორტალი “ბიზნიუსი” და ინტერნეტ გამოცემა “”არგუმენტი” დღეს მუშაობას წყვეტს და დედამიწის საათს უერთდება. ათობით კომპიუტერი და დიდი ფართის ნიუსრუმი უკვე ჩამქრალია.სრულიად საქართველო ხვალ, 23 მარტს მეხუთედ აღნიშნავს „დედამიწის საათს“. წლევანდელი კამპანია განსაკუთრებით მასშტაბურია და უამრავ მონაწილესა და მხარდამჭერს აერთიანებს.
დღეს საღამოს 9–ის ნახევრიდან 10–ის ნახევრამდე, ერთი საათით ჩაბნელდება საკვანძო შენობები და სჯარო ადგილები თბილისში, ბათუმში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბოლნისში, ტყიბულსა და თელავში. გარე განათება გაითიშება თბილისის სატელევიზიო ანძაზე, ნარიყალაზე, რუსთაველისა და არმაშენებლის გამზირებზე, გაეროს სახლსა და მიმდებარე მრგვალ ბაღში, შერატონ მეტეხი პალასში და შერატონ ბათუმში.
დედამიწის საათის ორგანიზატორთა და მახარდამჭერებს შორის არიან საქრთველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, თბილისის მერია, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასანთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), შერატონი, ახალი ნათება, გალფი, გაზეთი georgia today, რადიო “ქალაქი“ დარადიო jazz FM.
ელექტროენერგიის 60 წუთით გამორთვით აქციის მონაწილეები დედამიწის მიმართ თანადგომას გამოხატავენ და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე მასშტაბურ აქციას, “დედამიწის საათს“ უერთდებიან.
ექსპრესნიუსი დედამიწის საათს უერთდება და დღეს მუშაობას აჩერებს
23
მარ