RSS

დედამიწის საათი

23 მარ

dedamiwis dRe“დედამიწის საათი”- ეს არის გლობალური საერთაშორის აქცია, რომელსაც ორგანიზებას WWF (world wildlife fund) უწევს. ყოველწლირად აქცია მარტის ბოლო შაბათს იმართება. ამ დღეს, ადამიანები დათქმულ დროს ყველა ქვეყანაში სიმბოლურად 1 საათით თიშავენ ელექტროენერგიას. აქციის მიზანია საზოგადოება დააფიქროს, რომ ბუნებრივი რესურსები ამოწურვადია და მათ უნდა მოვუფრთხილდეთ. მეცნიერების კვლევებით, 2003 წელის, ადამიანთა გავლენა იმდენად დიდი იყო ეკოსისტემაზე, თუ ასე გაგრძელდება 2050 წლისთვის ჩვენ მეორე პლანეტა დაგვჭირდება, რათა დავიკმაყოფილოთ მოთხოვნები. ეს აქცია კი ერთგვარი ხმის მიცემაა ჯანსაღი პლანეტისთვის. პირველად შუქის გამორთვის აქციის იდეა 2007 წელს გაჩნდა. მაშინ ის მხოლოდ სიდნეიში, ავსტრალიაში განახორციელეს, ხოლო მომავალ წელს კი 100 მილიონი ადამიანი 35 ქვეყანაში ჩაერთო. 2011 წლიდან, დაახლოებით 2 მილიარდი მოხალისე და 135 ქვეყანა. რადგანაც აქცია ნებაყოფლობითია, საზოგადოებას თვითონ ირჩევს რომელ და რამდენ ელექტრო ტექნიკას გათიშავენ. აქციის ორგანიზატორები არ გვირჩევენ ქუჩის განათებებისა, აეროპორტისა და შუქნიშნების გათიშვას. ამ აქციის მსვლელობაში ბევრი ქარხანა იღებს მონაწილეობას – ზუსტად 1 საათით ისინი აჩერებენ თავის საწარმოს. ასევე ხშირად ქვეყნის თვალსაჩინო ძეგლებს გარე განათებებსაც კი უთიშავენ. 2011 წელს გათიშული იყო ნიუ-იორკის “ემპაია სთრით ბილდინგი”, ბუდისტური მონასტერი “ვატ-არუნი” ბანკოკში, ეიფელის კოშკი პარიზში … რუსეთში გათიშეს МГУ-ს გარე განათება, სპორტ კომპლეკსი «Лужники» და 75 სხვა ობიექტი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლამდე აქციის სიმბოლო გამოიყურებოდა, როგორც “60” ანუ 60 წუთი, რომელთაც ადამიანები დედამიწას უთმობენ. მაგრამ “დედამიწის საათი” ეს უფრო მეტია ვიდრე ელექტროენერგიის 1 საათით გათიშვა, ამიტომაც 2011 წლიდან ლოგოტიპი გამოიყურება, როგორც “60+” – მოუწოდებს ადამიანებს გასცდნენ ელექტროენერგიის გათიშვას 1 საათით და ასევე მოუფრთხილდნენ წყლის რესურსებს, დააგროვონ და შემდეგ ჩააბარონ მაკულატურა… ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ თქვენც ჩვენო მკითხველებო გთხოვთ შემოგვიერთდეთ ჩვენ – ერთად ვიზრუნოთ ჩვენს დედამიწაზე.

მოამზადა ამალია ამბარცუმიანმა

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s