RSS

ტურიზმის კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო 66-ე ადგილზეა

22 მარ

myivnvari-gudauri“მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა” მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2013 წლის მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს 140 ქვეყანა მოხვდა.
რეიტინგში საქართველომ 7 პუნქტით გააუმჯობესა მდგომარეობა და 4,10 ქულით 66-ე ადგილზეა. 2009 და 2011 წლების რეიტინგში საქართველოს 73-ე ადგილი ეკავა. “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” რეიტინგი დგება ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორებიც კონკრეტული ქვეყნის ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობა, უსაფრთხოება, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, სოციალური უზრუნველყოფა, ბიზნესგარემო, ასევე ტურისტული ინფრაქსტრუქტურის ხარისხი და კულტურული და ბუნებრივი რესურსების ოდენობაა.
უსაფრთხოების მხრივ, საქართველო 140 ქვეყანას შორის 51-ე ადგილზე მოხვდა, ჯანმრთელობისა და ჰიგიენის თვალსაზრისით – 37-ე ადგილზე, საჰაერო ტრანსპორტით – 101-ე ადგილზე, სახმელეთო ტრანსპორტით – 61-ე ადგილზე, ტურიზმის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის მხრივ – 82-ე ადგილზე, მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში განათლების ხარისხის მიხედვით – 77-ე ადგილზე, კულტურული რესურსების მხრივ – 84- ადგილზე, მოგზაურობისა და ტურიზმის საშუალებების მხრივ – 53-ე ადგილზე.
უცხოელი ტურისტებისადმი კეთილგანწყობილ ქვეყნებს შორის საქართველო 33-ე ადგილზე აღმოჩნდა 6,5 ქულით.
რეიტინგის ლიდერი შვეიცარიაა 5,66 ქულით. ხუთეულში ასევე მოხვდნენ: გერმანია, ავსტრია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი.

http://www.ipn.ge

Advertisements
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s