დღეს, ბალტიის ზღვის საერთაშორისო დღეა. გადაწყვეტილება ამ დღის აღსანიშნავად, 1986 წელს ჰელსინკის კონვენციის მე-17 სხდომაზე მიიღეს. ბალტიის ზღვა, რომელიც ჩრდილო ევროპაში ეკუთვნის ატლანტიკურ აუზში მდებარეობს წარმოიქნა მაშინ, როდესაც 15,000 წლის წინ მყინვარმა ვალდაიმ უკან დაიხია და როდესაც მყინვარი სამხრეთ საზღვრებს მიუყვებოდა.
მყინვარის ზომები დიდი იყო – მისი სისქე კილომეტრს აღწევდა. ვალდაი უკან დახევისას, თან სხვა მყინვარებს იერთებდა. ყინული წყლის მასაში გარდაიქმნა და ასე შეიქმნა რამდენიმე ტბა. თუმცა დროთა განმავლობაში, ისინი შეერთდნენ. ტბაში წყალი ძალიან ცივი იყო, იქ კარგა ხანს აისბერგების ნაწილებიც ტივტივებდნენ. ბალტიის ზღვის საშუალო სიღრმე 51 კმ, ხოლო ყველაზე ღრმა წერტილი კი 470 მეტრია. დღეს, ბალტის ზღვა – მნიშვნელოვან სატრანსპორტო დერეფანს ქმნის, რომელიც აკავშირებს რუსეთს, ევროპასა და აზიას. ის წმენდს რუსეთის, ესტონეთის,ლატვიის, პოლონეთის, გერმანიის, დანიის, შვედეთისა და ფინეთის ნაპირებს. ბოლო წლების განმავლობაში, ეკოლოგები ამტკიცებენ, რომ სატრანსპორტო დერეფანი დანაგვიანებულია და გაწმენდასა და მოვლას საჭიროებს.
მოამზადა ამალია ამბარცუმიანმა