RSS

ბათუმში გრანდიოზულ აკვარიუმის მშენებლობა გაგრძელდება

22 მარ

akvariumiახალი მთავრობა მიხეილ სააკაშვილის იდეას ბოლომდე განახორციელებს და ბათუმში გრანდიოზულ აკვარიუმს ააშენებს.

აჭარის მთავრობის მეთაურმა არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ პროექტი მართლაც საინტერესოა და ის აუცილებლად განხორციელდება.

“აკვარიუმის მშენებლობის პროექტის განხორციელება გრძელდება. ამისთვის ტერიტორია ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი სასტუმრო „მესხეთის” მიმდებარედ არსებული 3 263,00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მიმდებარედ არსებული 3 508,00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უკვე გამოყო ბათუმის მერიამ. ძალიან დიდი და საინტერესო პროექტია. აღნიშნული აკვარიუმი ბათუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღისშესანიშნაობა და ტურისტებისთვის მიმზიდველი ობიექტი იქნება”, – განმარტავს  არჩილ ხაბაძე.

მთავრობის ხელმძღვანელის განმარტებით, პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ” აფინანსებს, ხოლო მშენებლობას ააიპ „ასოციაცია ატუ” განახორციელებს.

“პროექტს აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ”, ხოლო მშენებლობას განახორციელებს ააიპ „ასოციაცია ატუ”. დღეის მდგომარეობით პროექტს ამზადებს ცნობილი არქიტექტურული კომპანია Henning Larsen Achitect, რომელმაც აკვარიუმის დიზაინისთვის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. არქიტექტურული პროექტი მზად არის, დარჩენილია ტექნოლოგიური ნაწილი. მას შემდეგ, რაც ექსპერტიზა დაამტკიცებს პროექტს დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები. სავარაუდოდ ეს წლის ბოლოს მოხდება”- განმარტავს არჩილ ხაბაძე.

შეგახსენებთ, რომ აკვარიუმის მშენებლობის დიზაინისთვის გამოცხადებულ კონკურსში დანიურმა არქიტექტურულმა კომპანია Henning Larsen Achitect -მ გაიმარჯვა. აკვარიუმის დიზაინის შექმნისას, Henning Larsen Achitect შთაგონების წყაროდ იქცა ის ქვები, რომლებიც ბათუმის სანაპიროზე ათასწლეულების განმავლობაში ზღვის ტალღების მიერ არის ფორმირებული.
პროექტის თანახმად, ნაგებობა ოთხი “ლოდისგან” შედგება და თითოეულ ქვა თითო ზღვის იმიტაცია იქნება. შესაბამისად,ქვები ეგეოსის, ხმელთაშუა, შავ და კასპიის ზღვებს შეესაბამება. ინტერაქტიული გამოფენები თითოეული ამ ზღვის წყალქვეშა სამყაროს ცხოვრებზე გვიამბობენ.
პროექტის თანახმად, ოთხივე ლოდი ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება ერთიანი სისტემით სადაც კაფეები, დარბაზი და სავაჭრო მოედნები უნდა განთავსდეს.

პროექტის მიხედვითვე, მთლიანი მოედანი 2 ათას კვ.მ ფართობზე იქნება გადაჭიმული, სადაც მუზეუმი განთავსდება, რომელიც მალე ბათუმის ახალი მშვენება გახდება.

http://www.ghn.ge

Advertisements
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s